პროექტის სახელი:“ წელიწადის მაჟორი და მინორი“
პროექტის მოკლე
აღწერა: ორი სხვადასხვა კლასის მოსწავლე გადანაწილდებიან ჯგუფში, რომელებსაც თვეების სახელები
ჰქვიათ. ჯგუფის წევრები არკვევენ არჩეული
თვის ისტორიას, ეძებენ ლექსებს, ანდაზებსა და გამოცანებს და ამზადებენ ალბომებს.
პროექტის სრული
აღწერა: სხვადასახვა კლასის მოსწავლეები
სურვილის მიხედვთ ირჩევენ მათთვის საყვარელ თვეს და შესაბამის ჯგუფში
თანაბრად გადანაწილდებიან. შესაძლებლობების მიხედვით
ინაწილებენ ფუნქციებს: დიდები, რომელთაც უკვე წერა- კითხვა იციან, ეძებენ მითებს,
ლეგენდებს თვეების შესახებ, ასევე ლექსებსა და გამოცანებს; პატარები კი ამზადებენ
კალენდარს და ხატავენ შესაბამის სურათს ალბომისათვის. ( სურვილისამებრ მშობელთა დახმარებით ისინიც
ეძებენ ინფორმაციას). ჯგუფში მათ მიერ
მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება ხდება; მოძიებული ლექსების, გამოცანებისა და ნახატების
შერჩევა და ალბომში მათი გადატანა.
მოსწავლეთა ასაკი: 6-8 წ.
ვადები/
ხანგრძლივობა: 1 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები: სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ერთობლივი
მუშაობა; მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა
და ინტერნეტის საშუალებით; უფროსების, მშობელთა ჩართვა; დისკუსიები, ხატვა;
ალბომზე მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები პროექტის ფარგლებში, რაც
შეიძლება შეიქმნას: ბლოგის შექმნა; ალბომის შექმნა;
ნამუშევრების გამოფენა; პრეზენტაცია
სასარგებლო სხვებისათვის: ამ
პროექტის საშუალებით გაეცნობიან, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ასაკის
ბავშვების ერთობლივი მუშაობა; ასევე უკეთ დაიმახსოვერებენ
სეზონებისა და თვეების სახელებს, მათ წარმომავლობას;
განსხვავებესა და თანმიმდევრობას; მათზე არსებულ ლექსებსა თუ გამოცანებს; თითოეული თვის კალენდარული დღეების რაოდენობას;
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ქართული: შეუძლია ინფორმაციის
მოძიება, ამოკრება კონკრეტული ინფორმაციისა
მათემატიკა: მოსწავლეს შეუძლია
შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი
ბუნება: შეუძლია სეზონების გარჩევა და მოვლენების
დახასიათება
ü თანმიმდევრულად ჩამოთვლის და თვეებს;
ü ერთმანეთს ადარებს სეზონებს, აკეთებს ჩანახატებს
დეა კოლაჟებს
ü ჩამოთვლის ადამიანის საქმიანობებსა და
ცხოველების ქცევებს სეზონების მიხედვით
ხელოვნება- დახატავენ, გააკეტებენ აპლიკაიებსა და ალბომებს
ხატავს ფანტაზიით შექმნილ გარემოსა და სიუჯეტებს;
უზიარებს თანაკლასელებს
შტაბეწდილებებსბ წარმოდგენილ ნამუშევარზე;
საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრებზე,
ნამუშევრაში გადმოცემულ იდეებზე;
მოსწავლე პატივს სცემს საკუტარ და
სხვის ნამუშევრებს;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
– მოიპოვებენ
ინფორმაციას
უფროსების
დახმარებით.
პროექტის ფასილიტარორების სახელი: სალომე ყაველაშვილი და ელენე ფირცხალავა
პროექტის ფასილიტარორების სახელი: სალომე ყაველაშვილი და ელენე ფირცხალავა
No comments:
Post a Comment